Error
რეგიონი
საქართველო და აზერბაიჯანი საზღვრის დასადგენად კონსულტაციებს იწყებენ
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია დემარკაციის მიზნით კონსულტაციების ახალი ეტაპი იწყება. ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ გარიბ მამედოვმა განაცხადა. მისივე თქმით შეხვედრის დროს დღის წერიგში მთელი რიგი საკითხები დადგება, მათ შორის მოხდება საარქივო დოკუმენტაციის დამუშავება. ”დელიმიტაციასთან დაკავშირებული დოკუმენტების განხილვა საჭიროებს განსაკუთრებულ შესწავლას. ამიტომ საჭიროა საარქივო მასალების თავიდან შესწავლა დოკუმენტების დიდი ნაწილი საბჭოთა პერიოდისაა ამის პარალელურად სასაზღვრო ზონაში მიმდინარეობს აზომვები.” აცხადებს გარიბ მამედოვი. ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტების შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით უცნობია აცხადებენ ბაქოში, თუმცა იმედს გამოთქვამენ, რომ კონსულტაციები უახლოეს მომავალში გაიმართება. საქართველო- აზერბაიჯანის 480 კილომეტრიანი მონაკვეთიდან 200 ამ დრომდე მხარეებს შორის დავის საგანი ხდება.
Print