ახალი ამბები
წალენჯიხის სალოტბარო სკოლამ ხალხური სიმღერისა და ტრადიციული გალობის კონკურსში გაიმარჯვა
წალენჯიხის სალოტბარო სკოლამ ბავშვთა და ახალგაზრდული კოლექტივების VII ეროვნულ კონკურსში ხალხური სიმღერის კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა. ამასთან, სკოლის აღსაზრდელებმა ვერცხლის მედალი მიიღეს ტრადიციული საეკლესიო გალობის კატეგორიაში. 

"ჩვენი სკოლის 33 ბავშვი იღებდა მონაწილეობას ამ ღონისძიებაში. საქართველოს საგუნდო საზოგადოებამ ჩაატარა კონკურსი, ჟიურიში კი იყვნენ ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლები. მოულოდნელი არ იყო სიმართლე გითხრათ ეს შედეგი, რადგან ბავშვებმა დიდი მონდომება ჩადეს, ძალიან კარგები არიან. მათთვის ეს დიდი სიხარული და მოტივაციაა. საზოგადოების ოვაციებიც ძალიან სასიამოვნო იყო", - გვითხრა სკოლის ლოტბარმა დავით გირგვლიანმა. 

წალენჯიხის სალოტბარო სკოლა 2015 წელს დაფუძნდა. ამ ეტაპზე ის 50-მდე მოზარდს აერთიანებს.
Print