ახალი ამბები
ფოთის პორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანაზე, სავარაუდოდ, 1 პირია დაკავებული
რადიო "ათინათის" ინფორმაციით, ფოთის პორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ფაქტზე, სავარაუდოდ, 1 პირია დაკავებული. შს სამინისტროში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ და განმარტავენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.

ფოთის პორტში საგამოძიებო მოქმედებებს გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები ახორციელებდნენ.


ამავე თემაზე: 

ფოთის პორტში, სავარაუდოდ, დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
Print