ახალი ამბები
ზუგდიდში ევროკავშირის დროშებით მსვლელობა მოაწყეს
დღეს ზუგდიდში მოქალაქეებმა, მათ შორის, სამოქალაქო ორგანიზაციების, საზოგადოებრივი ჯგუფების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ევროკავშირის დროშებით მსვლელობა მოაწყეს. ისინი აცხადებენ, რომ ამ გზით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ევროპულ მისწრაფებას გამოხატავენ.

"დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ძალიან მნიშვნელოვანია, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ საქართველო არის ევროპის დიდი ოჯახის წევრი და მნიშვნელოვანია, რომ ეს იგრძნობოდეს ამ დღესასწაულზე, ცალსახად. ჩვენ გამოვედით ევროკავშირის დროშებით და ამით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპის დიდ ოჯახში, და რომ ჩვენ, საქართველოს, გვინდა, რომ ვიყოთ თავისუფლები.... და, არანაირი რუსული გავლენები ჩვენს ქვეყანაში!", - გვითხრა აქცია - პერფორმანსის მონაწილემ ნანა შედანიამ.

მანამდე, აქციის ერთ - ერთმა ინიციატორმა, ეკა მინჯომრაიამ, რადიო "ათინათს" უთხრა, რომ 26 მაისის ღონისძიებების ტერიტორიაზე არ არის განთავსებული ევროკავშირის სიმბოლიკა, რადგან ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმ პირობებში, როცა ქვეყანა ევროპულ კავშირში გაწევრიანებაზე კანდიდატის სტატუსს ელოდება, რაც მისი თქმით, ძალიან გულდასაწყვეტია.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105 წლის თავზე ზუგდიდში საზეიმო ღონისძიებები იმართება. ზვიად გამსახურდიას გამზირზე სხვადასხვა სივრცეა მოწყობილი.


ამავე თემაზე:

დღეს ზუგდიდში მოქალაქეები ევროკავშირის დროშებით მშვიდობიან აქციას გამართავენ
Print