ახალი ამბები
უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ოჩამჩირელი მოხალისის ცხედარი აფხაზეთში გადაასვენეს
უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისის დაურ ჭყონიას ცხედარი აფხაზეთში გადაასვენეს. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის "საგანგებო სიტუაციების სამინისტრო" ავრცელებს. 35 წლის მამაკაცი ოჩამჩირის სოფელ კინდღის მკვიდრი იყო. ის დონბასში დაიღუპა.

"აფსნიპრესის" ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში "მინისტრთა კაბინეტმა"  რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული მოხალისეების ოჯახებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება გასცა.

ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით,  დაიღუპნენ რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისეები: ახრა კირკინაძე, არტურ კირკინაძე, ლორან სმირი, რამინ ბახტაძე, ბესლან ტაბაღუა, ნიკიტა ზუხბა, ვიაჩესლავ ნოვიცკი, ადამ ლაგვილავა, ნოდარ აბიჯბა და დმიტრი წვიჟბა.

Print