ახალი ამბები
სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
სენაკში, ცენტრალურ მაგისტრალზე ჯიპის ტიპის ავტომობილი საცხოვრებელ ეზოში შევარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებულია მანქანაში მყოფი სამი მგზავრი.

ორი დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს, ერთს კი დახმარება ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს.

ადგილზე სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები.
Print