რეგიონი
ურთას, ცაიშსა და ცაცხვის წყალმომარაგების პროექტისთვის ახალი ტენდერი ივნისში გამოცხადდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ურთაში, ცაიშსა და ცაცხვში წყალმომარაგების სისტემის პროექტირებისთვის ახალი ტენდერი ივნისის თვეში გამოცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ავრცელებს.

აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების სისტემის საპროექტო სამუშაოებისთვის პირველი ტენდერი 2021 წლის 7 ოქტომბერს გამოცხადდა, თუმცა გამარჯვებულმა კომპანიამ " ელკომ" ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ინფორმაციით, სუბიექტს ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა.

სოფლების - ურთას, ცაიშისა და ცაცხვის წყალმომარაგების სისტემის საპროექტო მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი 2023 წელს ერთხელ უკვე გამოცხადდა, თუმცა მონაწილეების არარსებობის გამო არ შედგა.


Print