ახალი ამბები
სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი შს მინისტრმა დააჯილდოვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი ხარისხის მედლით, განსაკუთრებული დამსახურებისთვის, სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ზესაშვილი დაჯილდოვდა.

პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს ჯილდო შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პირადად გადასცა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსად გურამ ზესაშვილი მეორე ვადით 2021 წელს დაინიშნა.

სამინისტროს მედალიონით დღესვე განსაკუთრებული დამსახურებისთვის წალენჯიხის პოლიციის რაიონული სამმართელოს უფროსი ლევან კვირკვაია დაჯილდოვდა.


Print