ახალი ამბები
ბოტანიკურში შესვლა დღეს ყველა ბავშვისთვის უფასო, მათი თანმხლებლებისთვის კი ფასიანია
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დღეს ბავშვებს უფასოდ უმასპინძლებს. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის ბაღში შესვლა მთელი დღის განმავლობაში უფასოა. ააიპ-ის დირექტორის შალვა აგუმავას ინფორმაციით, მათ თანხმლებ უფროსებს, ჩვეულებრივ 2-2 ლარის გადახდა მოუწევთ.

სხვა დღეებში 10 წლის ზემოთ ასაკის მოზარდებისთვის ბოტანიკურში შესვლა 1 ლარი ღირს.

რაც შეეხება პროგრამას, საბავშვო ღონისძიებები ბოტანიკურში დღის 3 საათზე დაიწყება და საღამომდე გასტანს. დაგეგმილია თოჯინების თეატრი, საბავშვო კონცერტი, სახის მოხატვა, ნახატების გამოფენა-გაყიდვა, ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა, ანიმაციური გმირები, რობოტები და ქაფის შოუ, თიხაზე მუშაობის მასტერკლასი, თექაზე მუშაობის მასტერკლასი და სხვა გასართობი აქტივობები.


ფოტო: ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

Print