ახალი ამბები
ხობში ავარიას ერთ წლამდე ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
ხობის რაიონის სოფელ შუა ქვალონში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვი ერთ წლამდე ასაკისაა. ამავე ცნობით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და დისტრიბუციის მანქანა დაეჯახნენ. ამასთან, არიან დაშავებულები. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობდნენ.

Print