რეგიონი
დასავლეთ საქართველოში 8 ივნისიდან გამოიდარებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +22, +27 გრადუსი იქნება.

სააგენტოს ცნობით,  8-9 ივნისს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და +31, + 33 გრადუსამდე დაცხება.

აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში.


Print