ახალი ამბები
დევნილებსა და ეკომიგრანტებს სათბურების მოსაწყობად გრანტები გადაეცემათ
დევნილებსა და ეკომიგრანტებს „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გრანტები გადაეცემათ. ინფორმაციას ამის შესახებ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იუწყება.

სააგენტოს ცნობით, პროგრამა დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 80, 120 და 160 კვ.მ ზომის სათბურის მოწყობას ითვალისწინებს.

მსურველებს განაცხადის შევსება კონკურსის გამოცხადების შემდეგ შეეძლებათ. ამ ეტაპზე კი კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, 23 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა.

„დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა და მათი შემოსავლის ზრდა წარმოადგენს“, - ვკითხულობთ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Print