ახალი ამბები
რუსთის ვიცე - პრემიერმა სასტუმრო Москва Резорт-ის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია და სოხუმის აეროპორტი მოინახულა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში „სამუშაო ვიზიტით“ ჩავიდა რუსეთის დელეგაცია ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკის ხელმძღვანელობით. ნოვაკმა, რომელიც 2022 წლის ნოემბრიდან რუსეთის მთავრობაში “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს” კურირებს, ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის საინვესტიციო პროგრამების ფარგლებში გარემონტებული ობიექტები დაათვალიერა.

რუსეთის დელეგაციამ მოინახულა ასევე ბიჭვინთაში სასტუმრო Москва Резорт-ის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია. "რეზორტი" 46,5 ჰექტარზე უნდა აშენდეს 2026 წლისთვის. 400-ზე მეტ ნომრიანი სასტუმრო ზღვის სანაპირო ზოლზე უნდა განთავდეს.

გარდა ამისა, ნოვაკმა დაათვალიერა აეროპორტიც, რომლის აღდგენას სოხუმი რუსი ინვესტორების ჩართულობით გეგმავს.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.

Print