რეგიონი
16 ივნისამდე ზუგდიდში არამდგრადი ამინდებია ნავარაუდევი
სინოპტიკოსების ცნობით, უახლოესი დღეების განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი დოდო გვაზავა აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

მისივე თქმით, 12 ივნისამდე ზუგდიდში ჰაერის ტეპერატურა +27 +29 გრადუსის ფარგლებში იქნება, თუმცა 13 ივნისიდან მოსალოდნელია ტემპერატურის კლება.

,,ღამის საათებში ზუგდიდში, მათ შორის ზუგდიდის რაიონის სოფლებში ინტენსიურად იწვიმებს, კვირას, 11 ივნისს, დღის პირველ ნახევარში გამოიდარებს და ორშაბათსაც უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +27 +29 გრადუსი იქნება. 13 ივნისიდან 16 ივნისის ჩათვლით არამდგრადი ამინდებია ნავარაუდევი და ტემპერატურა +22, +24 გარდუსამდე დაიწევს’’, - უთხრა რადიო "ათინათს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ.

გვაზავას განმარტებით,  სამეგრელოში ცვალებადი ამინდები 16 ინისამდე შენარჩუნდება.


Print