ახალი ამბები
გუდაუთაში მდინარე გეგას დინებამ ბავშვი გაიტაცა - "საგანგებო"
აფხაზი მაშველები მეორე დღეა გუდაუთის რაიონის მდინარე გეგაში გაუჩინარებულ ბავშვს ეძებენ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, გეგას ჩანჩქერის მიდამოებში, მდინარე გეგას ძლიერმა დინებამ ბავშვი გუშინ საღამოს გაიტაცა.

მომხდარის შესახებ შეტყობინება "საგანგებომ" 20 საათსა და 34 წუთზე მიიღო. საძიებო სამუშაოები გრძელდება.




Print