რეგიონი
კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ177-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული მონაკვეთი დღეს, 08:00 საათიდან ჩამონაშალის გაწმენდითი სამუშაოების წარმოების გამო დაკეტილი იყო.
Print