ახალი ამბები
ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს - ჯანდაცვის მინისტრი
ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

" მნიშვნელოვანია, რომ ღვიძლის გადანერგვის შემთხვევაში, 120 ათას ლარიან ოპერაციას სახელმწიფო აფინანსებდა მხოლოდ 70 000 ლარით. ხშირ შემთხვევაში, ისეთ სეგმენტს ეხება, სადაც რთულია დარჩენილი 50 ათასი ლარის მობილიზება და ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად დავაფინანსოთ ოპერაციის ხარჯები, როგორც დიაგნოსტიკასთან, ისე ოპერაციასთან დაკავშირებული. ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, 120 ათას ლარს დღეიდან სრულად დაფარავს სახელმწიფო", – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.




Print