ახალი ამბები
ფოთსა და მიმდებარე სოფლებს წყლის მიწოდება ხვალამდე შეეზღუდათ
20 ივნისის 14:00 საათიდან 21 ივნისის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ქ. ფოთისა და მიმდებარე სოფლების 23 000-მდე აბონენტს. ინფორმაციას ამის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აცხადებს, მიზეზად კი უამინდობას ასახელებს.

"ფოთში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად, დაზიანებულია ბალდას სათავე ნაგებობა", - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიაში ამბობენ, რომ შესაბამისი სამსახურები წყალმომარაგების უმოკლეს დროში სრულად აღსადგენად მუშაობენ.


Print