ახალი ამბები
მესტიელი ვიცე-პოლკოვნიკი, რომელსაც სწავლების დროს მეხი დაეცა, დაიღუპა
ვიცე-პოლკოვნიკი გოდერძი აფრასიძე, რომელსაც 13 ივნისს ორფოლოს პოლიგონზე გეგმური სამხედრო სწავლებისას მეხი დაეცა, დაიღუპა.
ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში ჯარისკაცმა, დაახლოებით, ერთი კვირა გაატარა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების ინფორმაციით, თავიდანვე კრიტიკულად მძიმე იყო სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით და დაზიანებით.

აფრასიძე მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერიდან იყო.

ის საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურად მსახურობდა.
Print