რეგიონი
სოფელ მიქავაში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა.

ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლი და ოჯახის ერთ-ერთი წევრი შეუძლოდ გახდა.

ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, სახანძრო მანქანა და საპატრულო პოლიცია.
Print