რეგიონი
აფხაზეთიდან დევნილმა გოგიტა არქანიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
აფხაზეთიდან დევნილმა კარატისტმა გოგიტა არქანიამ მესამე ევროპულ თამაშებზე (კუმიტუ +84 კგ), რომელიც პოლონეთში მიმდინარეობდა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

,,მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ყველა გულშემატკივარს, კარატეში მოვიპოვე ბრინჯაოს მედალი, ძალიან გახარებული ვარ, მინდოდა უფრო მეტი, ფინალში გასლვა, მომავალში ვუსურვებ საქართველოს დელეგაციას მოეპოვებინოს მრავალი ოქროს მედალი'', - აღნიშნა კარატისტმა.
ქართველი სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონი ორჯერ გახდა. პირველად ეს ტიტული არქანიამ 2014 წელს მოიპოვა, მეორედ კი 2021 წელს.

ის ასევე ორგზის ევროპის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია.
Print