ახალი ამბები
ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა
საოკუპაციო რეჟიმმა დღეს დილიდან გააუქმა გადაწყვეტილება ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვის შესახებ. რადიო "ათინათის" ინფორმაციით, დილიდან ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლა მოქალაქეებს შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ. აკრძალვა გაუქმებულია საბერიო-ფახულანის ე.წ. გამშვებ პუნქტზეც.

გუშინ, 25 ივნისს სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის კვეთა მოქალაქეებს ცალმხრივად, ანუ გალის მიმართულებით შეეძლოთ.

ენგურზე მიმოსვლის დროებით შეზღუდვა, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებოდა.

Print