რეგიონი
ზუგდიდელი დიმიტრი აბრალავა ევროპის ჩემპიონია
მოლდოვაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დიმიტრი აბრალავა ევროპის ჩემპიონი გახდა.

ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ძალოსანმა (U15) 61 კგ. წონითი კატეგორიის ატაცში მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით 95 / 100 კილოგრამი დაძლია და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

სპორტსმენმა  ატაცში ვერცხლი, აკვრასა და ორჭიდში კი ოქროს მედლები მოიპოვა.





Print