დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს									
			
		
						
			
			
			
								გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-7 ივლისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი.    
სააგენტოს ცნობით,  ჰაერის ტემპერატურა ზოგან +35, +37 გრადუსამდე მოიმატებს. 
ამასთან, 8-9 ივლისს ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე დაიკლებს და    მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.
,,აღმოსავლეთ საქრთველოში 10 ივლისამდე შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურული ფონი (+30, +35 გრადუსი). ზოგან მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და სეტყვა'', - აღნიშნავენ სააგენტოში.			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები