რეგიონი
ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5 მიმდინარეობს (ფოტო)
ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5 გაიხსნა.

ფესტივალის პირველ დღეს მოწვეულმა მწერლებმა და პოეტებმა ისაუბრეს თავიანთ შემოქმედებაზე, ასევე ლიტერატურული ფესტივალის მნიშვნელობაზე.

ფესტივალის გახსნის დღეს ლიტერატურული ნაწილის მონაწილეები იყვნენ: ლია სტურუა, ზურაბ ჯიშკარიანი, თუთა ჯგუშია , გიორგი არაბული, ანა კორძაია - სამადაშვილი. ასევე ეფსტივალის სტუმარი იყო მწერალი გიორგი კეკელიძე, რომელმაც  წარადგინა თავისი ახალი წიგნი „ხვიჩა – ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი“.

ფესტივალის ერთ - ერთი ორგანიზატორის ნიკა ლაშხიას თქმით, F5 - ს წელს ოქროს იუბილე აქვს და წინა წლებთან შედარებით განსხვავებულია.

,,ფესტივალი F5 ხუთი წლისაა, აქვს ორქოს იუბილე. ჩვენ ორგანიზატორებმა გადავწყვიტეთ, რომ წინა წლებთან შედარებით განსხვავებული ყოფილიყო, სწორედ ამის გამო, რადგან იუბილარია გადავწყვიტეთ, რომ ფესტივალი წელს ყოფილიყო სამდღიანი, მიუხედავად იმისა, რომ დამღლელი აღმოჩნდა ამ სამი დღის ორგანიზება. საბოლოო ჯამში ვხედავთ ჩვენ რამდენი ხალხი ესწრება ამ ფესტივალს, რამდენი ავტორი ჩამოვიდა. ძალიან საინტერესო დღეები ელოდება ზუგდიდელებს და ძალიან გამიხარდება თუ მეტნი ვინქბით, ვიდრე დღეს ვართ’’, - უთხრა პოეტმა ნიკა ლაშხიამ რადიო ,,ათინათს’’.

მისივე განმარტებით, F5 საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს, ღონისძიებაზე კინოზეც იქნება საუბარი ლიტერატურულ ჭრილში.

ამასთან, საფესტივალო დღეების ერთ - ერთი განსაკუთრებული სტუმარი იქნება უკრაინელი ავტორი ნატალია ტრუხინი, რომელიც უკრაინაის თემაზე ისაუბრებს.

ორგანიზატორების თქმით, F5“ - ის მიზანია სახელოვნებო პროცესის დეცენტრალიზაცია და ახალგაზრდა ხელოვანების ჩართულობით რეგიონში კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების ხელშეწყობა.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან გიორგი შონია და ნიკა ლაშხია. ღონისძიებას ტრადიციულად, ორი მიმართულება აქვს - ლიტერატურული და მუსიკალური ნაწილი.

საფესტივალო დღეების დასკვნითი, მუსიკალური ნაწილის მასპინძლები იქნებიან ალექსანდრე ხარანაული, VAQO, Keren Batok (ìsotopia);

ფესტივალი F5, რომელიც ზუგდიდში მეხუთედ იმართება ხვალ, 9 ივლისს, დაიხურება.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5 ჩატარდება

ზუგდიდში ფესტივალი F5 განახლდა

ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5 პაუზის შემდეგ ისევ ჩატარდება

სტუმრები: ნიკა ლაშხია და გიორგი შონია

Print