რეგიონი
ძლიერმა ქარმა წალენჯიხის სოფელი ჯგალი დააზარალა (ფოტო)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა.
ძლიერმა ქარმაა დააზიანა ასევე საცხოვრებელი სახლები.

როგორც რადიო "ათინათს" წალენჯიხის მერის წარმომადგენელმა ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში ლევან კვარაცხელიამ უთხრა, სტიქიამ პრობლემები შექმნა კონკრეტულად კანთის და ლეთოფურეს უბანში.

,,წუხელ დაახლოებით ღამის სამი საათიდან ხუთ საათამდე იყო ძლიერი ქარი. რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა, ხეები წაიქცა, ორ სახლს ხე დაეცა, კანთში მოსაცდელს დაეცა ხე, - თქვა ლევან კვარაცხელიამ.

მისივე განმარტებით, ელოდებიან დამხმარე ჯგუფს და გაწმენდით სამუშაოებს დაიწყებენ, სპეციალური კომისია კი ზარალის ოდენობას დაადგენს.

Print