ახალი ამბები
მესტიაში მდინარეში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ორი ადამიანი
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში, მდინარე მულხურაში ავტომობილი გადავარდა, შედეგად, ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

მესტიის მერის, კახა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ერთი მათგანის ცხედარი მდინარიდან მაშველებმა ამოიყვანეს, მეორის კი ადგილობრივებმა.

ორივე დაღუპული უშგულიდანაა. შემთხვევა წუხელ მოხდა
Print