ახალი ამბები
სენაკისა და ფოთის აბონენტებს წყალმომარაგება შეუწყდათ (ვიდეო)
სამეგრელოში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად ადიდებულმა მდინარე ტეხურამ გაერთიანებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა დააზიანა. ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე განცხადებით, სტიქიის შედეგად წყალმომარაგება შეეზღუდა სენაკისა და ფოთის 32 000-ზე მეტ აბონენტს.

,,დაზიანებულია სენაკის მკვებავი ორი 300 მმ-იანი და ქ. ფოთის მკვებავი 700 მმ-იანი ცენტრალური მილები. ადიდებული მდინარე ტეხურას ფონზე, კომპანიის ტექნიკური სამსახური დაზიანების ადგილამდე მისვლას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს. მიუხედავად ამისა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელოს სერვის ცენტრის თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ, რათა მოსახლეობას წყალმომარაგება უმოკლედ დროში აღუდგეს, შეგახსენებთ, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს კომპანიის ცხელი ხაზი: 032 2 93 00 00 გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს გიხდით შექნილი დისკომფორტის გამო'', - ვკითხულობთ გავცელებულ ინფორმაციაში.

კომპანიის ცნობით, ამ ეტაპზე, რთული რელიეფისა და წყალუხვობის გამო, დაზიანების ლიკვიდაცია შეუძლებელია. მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები ვერ ხერხდება.
Print