ახალი ამბები
უამინდობის გამო მარტვილის კანიონი დაკეტილია
მეტეოროლოგიური პირობების გამო 11 ივლისიდან მარტვილის კანიონი ვიზიტორებისთვის დაიკეტილია. განცხადებას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ამავე ცნობით, უამინდობის გამო, დამთვალიერებლებისთვის დაიკეტა ოკაცეს ჩანჩქერი, ოკაცეს კანიონი, პრომეთეს მღვიმე და სათაფლია.

დასავლეთ საქართველოში მესამე დღეა გადაუღებლად წვიმს, სტიქიამ პრობლემები შექმნა სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში. ძლიერმა წვიმებისა და წყალმოვარდნების შედეგად, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ნაწილი და სავარგულები.

სტიქიამ ღვარცოფული და მეწყრული პროცესები გამოიწვია, რის გამოც გზების ნაწილი დაზიანებულია. რეგიონის მოსახლეობის ნაწილი, ელექტროენერგიის, წყალმომარაგების და გაზმომარაგების გარეშე რჩება.

ამავე თემაზე:

სტიქია სამეგრელოში - ყველა მუნიციპალიტეტში პრობლემებია

შტორმი, მეწყერი, დატბორილი სახლები - სტიქია ზუგდიდში

"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განცხადებას ავრცელებს

ხობში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუში პრობლემები შექმნა (ფოტო)



Print