ახალი ამბები
სამეგრელოში სტიქიასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა - ადმინისტრაცია
სამეგრელოში სტიქიასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე განცხადებით, ძლიერი წვიმისა და წყალმოვარდნების შედეგად სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტი დაზარალდა, განსაკუთრებული ზიანი აბაშის და სენაკის მუნიციპალიტეტებს მიადგა. წყალდიდობამ დააზიანა ინფრასტრუქტურა: ხიდები, გზები, ნაპირსამაგრები. დაიტბორა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების და საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი.

,,წყალდიდობამ დააზიანა წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალი რის გამოც წყალმომარაგება შეზღუდული აქვს სენაკისა და ფოთის 32 ათას აბონენტს, ასევე გაზსადენის ცენტრალური მაგისტრალის დაზიანების გამო გაზმომარაგება შეწყვეტილი აქვს ზუგდიდის, ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს. მცირე ხარვეზებია ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით. ყველა პრობლემურ საკითხზე შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ'', - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია იტყობინება, გამართულ შეხვედრას, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს უფროსი - შოთა კაკაბაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სტიქიით დაზარალებული მუნიციპალიტეტების მერები, ენერგო პრო-ჯორჯიას, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის, სოკარ ჯორჯიას და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონული ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ამასთან, დილიდან სტიქიის ზონაში მოადგილეებთან ერთად იმყოფებოდა სახელმწიფო რწმუნებული, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები. მუნიციპალიტეტებში დღესვე დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები.

ამავე თემაზე:


სტიქია სამეგრელოში - ყველა მუნიციპალიტეტში პრობლემებია

სენაკისა და ფოთის აბონენტებს წყალმომარაგება შეუწყდათ (ვიდეო)

სენაკისა და ფოთის აბონენტებს წყალმომარაგება შეუწყდათ (ვიდეო)

რა მდგომარეობაა სამეგრელოში სტიქიის ზონებში - მხარის ადმინისტრაციის ინფორმაცია

შტორმი, მეწყერი, დატბორილი სახლები - სტიქია ზუგდიდში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გაზმომარაგება რამდენიმე დღით შეეზღუდება

"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განცხადებას ავრცელებს

უამინდობის გამო მარტვილის კანიონი დაკეტილია
Print