ახალი ამბები
ზუგდიდში, ხობსა და წალენჯიხაში გაზმომარაგება შესაძლოა, მომდევნო 14 დღის განმავლობაში ვერ აღდგეს
სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორის ინფორმციით, შესაძლოა, იმ სამ მუნიციპალიტეტში, რომელშიც გაზმომარაგება სტიქიის გამო შეწყვეტილია, ბუნებრივი აირის აღდგენა, სრულად 25 ივლისამდე ვერ მოხერხდეს.

ამის შესახებ გიორგი გუგუჩიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, მდინარე ხობისწყალმა, სოფელ ბიაში, ცენტრალური გაზსადენის მილი დააზიანა და სამუშაოებს, შესაძლოა, ორი კვირა დასჭირდეს, თუმცა ადგილზე აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

რაც შეეხება წყალმომარაგებას და ცენტრალურ მილსადენს, რომელიც ადიდებულმა მდინარე ტეხურამ დააზიანა, ხელისუფლების წარმომადგენლების ვარაუდით, წყალმომარაგება სატესტო რეჟიმში ხვალიდან ფოთს, ხოლო მომდევნო დღეებში კი სენაკს აღუდგება. კვირის ბოლოს კი შესაძლებელი იქნება, რომ 32 ათასივე აბონენტს აღუდგეს ფოთსა და სენაკში.

ადიდებულმა მდინარეებმა ხობისწყალმა და ტეხურამ 11 ივნისს მოვარდნილი სტიქიის შედეგად, ცენტრალური წყალსადენის და გაზსადენის მილები დააზიანა და გუშინ დილიდან, წყლისა და გაზის მიწოდება სამეგრელოში ათასობით აბონენტს შეუწყდა.

ამავე თემაზე:

სტიქია სამეგრელოში - ყველა მუნიციპალიტეტში პრობლემებია

სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განცხადებას ავრცელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გაზმომარაგება რამდენიმე დღით შეეზღუდება
Print