ახალი ამბები
ზუგდიდში მიუსაფარი ცხოველების მხარდამჭერი ღონისძიება დაიგეგმა
ზუგდიდის სკეიტ პარკში ორგანიზაცია Animal Project 20 ივლისს, 17 საათზე  კომპანიონ ცხოველებზე ცნობიერების ამაღლებისთვის ღონისძიებას Feel the PAWer of love in Zugdidi  მართავს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, Ღონისძიების მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მიუსაფარი კომპანიონი ცხოველების პრობლემის შესახებ და ამ პრობლემის მოგვარებაში უფრო მეტად ჩართვა.

აქტივობებს შორის დაგეგმილია „მეტისების არაჩვეულებრივი გამოფენა“ სხვადასხვა საჩუქრით, საბავშვო გასართობი კუთხე, ფოტო-გამოფენა, ვეტერინარის საჯარო ლექცია.


გარდა ამისა, ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საინფორმაციო მასალებს და საქველმოქმედო მარკეტის ფარგლებში ნივთები შეიძინონ.

ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ პროექტი საზოგადოების ცოდნას  კომპანიონი ცხოველების მოვლა-პატრონობის შესახებ უფრო გააღრმავებს და მიუსაფარი კომპანიონი ცხოველების სოციალურ პრობლემაზე ცნობიერებას საგრძნობლად გაზრდის.

„ორგანიზაციის მთავარი მიზანია, მიუსაფარი ცხოველები ქუჩებში აღარ ცხოვრობდნენ, ამისათვის კი აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან საერთაშორისო სტანდარტების სტრატეგიის აღსრულება და მოსახლოების მეტი ჩართულობა.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით“, - ვკითხულობთ ღონისძიების ანონსში.

Print