რეგიონი
მარტვილის კანიონის ტერიტორიაზე მდინარეში მოზარდის დაღუპვის საქმეზე გამოძიება დაიწყო
მარტვილში, კანიონის ტერიტორიაზე მდინარე მდინარე აბაშაში 17 წლის მოზარდის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

მარტვილის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობს.

სპორტულ შეკრებაზე მყოფი ტაიკვანდოს გუნდის წევრი მოზარდი თანატოლებთან ერთად მდინარეში ბანაობდა, თუმცა დინებამ გაიტაცა. მისი ცხედრის ამოყვანა მააველებმა მალევე შეძლეს.

შემთხვევა დღეს მოხდა.

ამავე თემაზე:

მარტვილის კანიონში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო
Print