ახალი ამბები
ენგურზე ე.წ. საზღვრის "უკანონო" კვეთისთვის წელს 8 პირი დააკავეს - სოხუმი
2023 წლის პირველ ნახევარში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის" თანამშრომლებმა, რუს კოლეგებთან ერთად, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის კვეთისთვის 8 "სამართალდამრღვევი" დააკავეს. ე.წ სუს-ის ინფორმაციით, მათ ასევე  ე.წ საზღვარზე სხვადასხვა მიზნით საქონლის "უკანონო" გადატანის მცდელობები აღკვეთეს.

"ამოღებულია, 600 ბლოკზე მეტი თამბაქოს ნაწარმი და 6 ერთეული მაინინგის აღჭურვილობა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

სულ აღნიშნულ პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთის "სასაზღვრო კანონმდებლობის" დარღვევისთვის 400 - მდე პირია დაკავებული, მათგან 6 "სისხლის სამართლი პასუხისგებაში მიეცა", დანარჩენები დაჯარიმდნენ.

"უკანონო ქმედებების ორგანიზებასა და განხორციელებაში ჩართულ პირებთან მიმართებაში კანონმდებლობის შესაბამისად გატარებულია სამართლებრივი ზომები", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.



Print