ახალი ამბები
ასლან ბჟანია ნალჩიკში გამართულ ფორუმს "ერთიანი კავკასია" დაესწრო
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ნალჩიკში გამართულ ახალგაზრდულ ტურისტულ-პატრიოტულ ფორუმს "ერთიანი კავკასია" დაესწრო, წერს "აფსნიპრესი".
სიტყვით გამოსვლისას, მან აღნიშნა, რომ "ტურიზმი აფხაზეთის განვითარების მთავარ ვექტორია" , ხოლო ახალგაზრდების წვლილი ამ სფეროს განვითარებაში "წარმატებისა და კეთილდღეობის შეუცვლელი ელემენტია".

"ამ ასპექტში ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა კავკასიის ხალხთა შორის ეთნიკური და რელიგიათა ურთიერთობისა და ერთიანობის განმტკიცების კონცეფციის შემუშავება. აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება მზად, აქტიური მონაწილეობა მიიღოს მოძმე ყაბარდო - ბალყარეთის რესპუბლიკასთან სასარგებლო და მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელებაში", - განაცხადა ბჟანიამ.

ყაბარდო-ბალყარეთში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც 21 ივლისს სრულდება, ასევე მონაწილეობს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი.


Print