ახალი ამბები
სამეგრელოში დევნილ ოჯახებს მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული ქონება გადაეცემა - მთავრობა
367 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული 409 ქონება, მათ შორის, საცხოვრებელი ბინები და როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ" განკარგულების საფუძველზე.

ამავე ცნობით, დევნილებისთვის გადასაცემი ქონება მდებარეობს სამეგრელოში, დაბა ჩხოროწყუში, ასევე ქუთაისში, თბილისში, შიდა ქართლში, თელავში, მცხეთაში, ბორჯომში, ქვემო ქართლში, იმერეთში, ბათუმსა და რაჭა-ლეჩხუმში.





Print