რეგიონი
დასავლეთ საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ივლისის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სააგენტოს განმარტებით, 29 ივლისს, დილიდან გამოიდარებს და 1 აგვისტომდე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.

ამავე ცნობით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსამდე დაიკლებს.

სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვას და ძლიერი ქარს პროგნოზირებენ. მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 29-31 ივლისს 3-4 გრადუსით დაიკლებს.
Print