ახალი ამბები
სოხუმში მოსახლეობის აღწერას და სამედიცინო დაზღვევის დანერგვას გეგმავენ
სოხუმში მოსახლეობის აღწერის ჩატარება მომავალ წელს იგეგმება, ამის შესახებ ადგილობრივ მედიას ქალაქის ე.წ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბესლან ეშბამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბოლო აღწერა 2011 წელს ჩატარდა, რომლის მიხედვითაც ქალაქში 65 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ამ დროისთვის, ეს მაჩვენებელი უკვე 70 ათასს აღწევს.


ეშბას თქმით, "სოხუმში მუდმივად მცხოვრებთა დადგენა შესაძლებელს გახდეს სამედიცინო დაზღვევის დანერგვას მოსახლეობისთვის". მისივე განმარტებით, ამ იდეაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.


"პირველ რიგში, აუცილებელია აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ ყველა სახის სამედიცინო მომსახურებაზე ტარიფების დადგენა, საუბარია აფხაზურ სადაზღვევო მედიცინაზე", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ამ მიზნით, "მსოფლიო გამოცდილების გამოყენებას" გეგმავენ.





Print