ახალი ამბები
ზუგდიდელი მოჭადრაკე საბა ჩერქეზია საჭადრაკო ფესტივალ „ბათუმი 2023“-ის I ადგილის პრიზიორია
10 წლამდე ჭაბუკთა შორის ზუგდიდელი მოჭადრაკე საბა ჩერქეზია საჭადრაკო ფესტივალ „ბათუმი 2023“-ის I ადგილის პრიზიორი გახდა.

ტურნირი აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 21-28 ივლისს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართა.


შეჯიბრი 8,10,12 და 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა.

Print