რეგიონი
თანაგუნდელების ინფორმაციით, ბათუმში ჯვარის ყოფილი გამგებელი დააკავეს
ბათუმში, საკრუიზო გემ “ასტორია გრანდეს” შემოსვლის გასაპროტესებლად წასული ჯვარის ყოფილი გამგებელი, ოპოზიციონერი აქტივისტი ირაკლი ხარჩილავა დაკავებულია.

თანაგუნდელების ინფორმაციით, ის რუსული გემის ბათუმის ნავსადგურში შემოსვლიდან მალევე დააკავეს.

სავარაუდოდ, მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, სასამართლოში კი მის ინტერესებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დაიცავს.

რუსეთის მოქალაქეებით სავსე გემმა რუსეთი პროტესტის ფონზე უკვე დატოვა. ჯამში 23 პირია დაკავებული.
Print