ახალი ამბები
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დღეს, 1- ელ აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან დაიწყო. აბიტურიენტები პირველ ჯერზე ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგებს შეიტყობენ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტები სამი დღის განმავლობაში შეძლებენ, რომ ქულები გაასაჩივრონ და სააპელაციო განაცხადები შეიტანონ.

აპელაციის შედეგების გამოცხადებიდან, მეორე დღის საღამოს ექვს საათამდე, აბიტურიენტებს ექნებათ საშუალება, რომ მათი საგამოცდო ჩამონათვალი ქულებიდან გამომდინარე შესაბამისად შეცვალონ.

შედეგების გასაგებად აბიტურიენტები თავიანთ პირად გვერდზე უნდა შევიდნენ, შეიყვანონ პირადი მონაცემები, პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი, რის შემდეგაც ისინი პირველად შედეგს ნახავენ. აპელაციების შემდეგ შესაძლებელია ქულები შეიცვალოს.

Print