ახალი ამბები
დღეს მათემატიკის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 3 აგვისტოს მათემატიკის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.
ცენტრის ინფორმაციით, მათემატიკის გამოცდაში მაქსიმალური ქულაა 51. აბიტურიენტს საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი შედეგი იქნება საგნისთვის გათვალისწინებული ქულის 20%-ზე მეტი.

გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილი გახდება აპელაციის, სკალირებისა და გათანაბრების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხო ენის, ხოლო 1 აგვისტოს ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგები გამოაქვეყნა.

Print