ახალი ამბები
მოკლული ბახტაძის ცხედარი მკვლელმა მდინარე ენგურში ვარდნილჰეს 3-ში გადააგდო - ე.წ. გენპროკურატურა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გალის მკვიდრის 28 წლის ნათია ბახტაძის მკვლელობა დადასტურდა. დე ფაქტო რესპუბლიკის უწყების ცნობით, ბახტაძის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

„განცხადებაში“ ვკითხულობთ, რომ 28 ივლისს ოჩამჩირეში მცხოვრებმა აინარ ცვიჟბამ გოგონა ავტომობილის სალონში მოკლა.

„ეჭვმიტანილმა 25 წლის ცვიჟბამ აღიარა დანაშაული და განაცხადა, რომ ცხედარი გადააგდო მდინარე ენგურზე მდებარე ვარდნილჰესის ჰიდროელექტროსადგურში. ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს მოკლული ბახტაძის ნ.გ.-ს ცხედრის აღმოსაჩენად.“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

28 წლის ნათია ბახტაძე გალში 28 ივლისს გაუჩინარდა. 31 ივლისს დედამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი და დახმარება სთხოვა აფხაზ ლიდერს ასლან ბჟანიას, დე ფაქტო რესპუბლიკის ომბუდსმენს ანას ქიშმარიას, ე.წ. პარლამენტის დეპუტატს ტიმურ შერგელიას და მოქალაქეებს.

მოგვიანებით, გალის ტყეში ცხედარი იპოვეს, თუმცა არ დადასტურდა ინფორმაცია, რომ ცხედარი გაუჩინარებულ ბახტაძეს ეკუთვნოდა.


ამავე თემაზე:

დააკავეს გალში გაუჩინარებული ახალგაზრდა ქალის საქმეზე ეჭვმიტანილი მამაკაცი

Print