ახალი ამბები
სექტემბრიდან სოკარი და საქოორგაზი კომერციული მომხმარებლებისთვის ტარიფს ამცირებს
მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შემცირდება. ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. ამავე ცნობით, სექტემბრიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის 1 მ3 ბუნებრივი გაზის ფასი ნაცვლად 1,38 ლარისა განისაზღვრება 1,25 (ერთი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით.

ამასთან, უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო (მოსახლეობის) ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი.
Print