ახალი ამბები
ჭალადიდში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას სავალ გზაზე ცხენი გადმოუხტა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

Print