ახალი ამბები
ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 39 გრადუსს მიაღწიოს
ზუგდიდში დღის განმავლობაში ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურა 38-39 გრადუსია. ამის შესახებ რადიო “ათინათს” გარემოს ეროვნულ სააგენტოში უთხრეს.

ამავე ცნობით, მზიანი ამინდი და მაღალი ტემპერატურა იქნება მთლიან სამეგრელოში.

ხვალიდან კი, სინოპტიკოსების პროგნოზით, მზიანი ამინდი შენარჩუნდება, თუმცა ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიწევს.
Print