ახალი ამბები
მომდევნო დღეებში ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ, შესაძლოა, ტყის ხანძრები და მყინვარების დნობის პროცესები გამოიწვიოს
მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები სითბური სტრესის, ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელმშემწყობ პირობებს წარმოადგენს. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება.

სპეციალისტების პროგნოზით, მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება (თბური ტალღა). ცალკეულ დღეებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37, 39◦C-ს მიაღწიოს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 33, 38◦C-მდე, მაღალმთაში კი 28, 33◦C მდე მოიმატებს.

Print