ახალი ამბები
საზამთროსა და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობა ნორმას არ აღემატება - სეს
საზამთროსა და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ აღმოჩნდა, ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამავე ცნობით, სააგენტოს ინსპექტორები ნიმუშებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საბითუმო, მსხვილი და მცირე სარეალიზაციო ობიექტებიდან იღებენ, კვლევა კი აკრედიტებულ ლაბორატორიაში ტარდება.

„სურსათის ეროვნული სააგენტო ბოსტნეულსა და ბაღჩეულ კულტურებს ნიტრატების შემცველობას ამოწმებს. პროგრამის ფარგლებში, საზამთროსა და ნესვის 36 ნიმუშია გამოკვლეული. კვლევის შედეგად, ნიტრატების შემცველობა ნორმაა. 
სეს სეზონურ ბოსტნეულებსა და ბაღჩეულის ნიტრატებს ყოველწლიურად ამოწმებს. წლის ბოლომდე 40 ნიმუშის შემოწმება იგეგმება. შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოება დროდარო მიიღებს“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
Print