ახალი ამბები
კვარიათში ზღვაში ჩხოროწყუელი ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო
ბათუმში, კვარიათში ზღვაში 19 წლის ჩხოროწყუელი მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა, რადიო "ათინათის' ინფორმაციით, გუშინ მოხდა.

ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაზე თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა. წყალში ჩასვლის შემდეგ კი ტალღებმა გაიტაცა.

ცხედარი ზღვიდან მაშველებმა ამოიყვანეს.
Print