ახალი ამბები
მარტვილის კანიონის და სხვა დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა
2023 წლის 7 თვის მონაცემით, ყველაზე პოპულარულ 5 დაცულ ტერიტორიას: მარტვილის კანიონს, პრომეთეს მღვიმეს, სათაფლიას, წალკის კანიონს და მტირალას ეროვნულ პარკს 370 547 მნახველი ეწვია, რაც 31%-ით მეტია 2019 წლის რეკორდულ მონაცემებთან შედარებით. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

"2023 წლის 7 თვეში, საქართველოს ყველა დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობა (521 086 ვიზიტორი), 2022 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით (461 359 ვიზიტორი), 13 %-ით გაიზარდა, 2019 წლის ანალოგიურ მონაცემებთან მიმართებაში კი, უკვე დაფიქსირდა 83% - იანი აღდგენა", - ვკითხულობთ უწყების ინფორმაციაში.

აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი და შესაბამისად, მათი რაოდენობაც. პირველ ხუთეულში შედიან : პოლონეთი, ემირატები, ინდოეთი, ყაზახეთი, რუსეთი.

ინფორმაციისთვის, პანდემიის გავრცელებამდე, 2019 წელს დაცული ტერიტორიებიდან ყველაზე მეტი ვიზიტორი მარტვილის კანიონს ესტუმრა.

Print